პროექტი ,,ჩემი აფხაზეთი"
Friday, September 18, 2015
Friday, December 21, 2012

1. პროექტის სახელწოდება: ,,ჩემი აფხაზეთი“
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: ,,გვახსოვდეს აფხაზეთი–შავი ზღვის მარგალიტი, როგორც საქართველოს ძირძველი კუთხე.“
3. პროექტის აქტუალობა: აფხაზეთი ჩვენი ტკივილია, ის ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც მოწყვეტილია საქართველოს.
4. პროექტის მიზნები: მოიძიონ ინფორმაცია აფხაზეთზე, მოიპოვონ მასალები იქ არსებულ ღირსშესანიშნავ ადგილებსა და ისტორიულ ძეგლებზე, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოღვაწე წმინდა ბერების შესახებ, შექმნან კედლის გაზეთი და დაასათაურონ. პროექტზე მუშაობა განუვითარებს მოსწავლეებს კვლევის, აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარ–ჩვევებს.
5. მონაწილეთა ასაკი: 12–13 წლის.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 5 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კედლის გაზეთი/ ნახატი/ წერილობითი ესე/ფოტოალბომი/სლაიდი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტში მოსაძიებელი მასალები/ ბიბლიოთეკა/ფორმატი/მარკერი/კალამი/ფოტო.
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები): კლასს დავყოფ სამ ჯგუფად და თითოეულს მივცემ შესაბამის დავალებას. პირველი ჯგუფი მოიძიებს მასალებს აფხაზეთის ისტორიის შესახებ, მეორე ჯგუფი მოიპოვებს მასალებს აფხაზეთის ღირსშესანიშნავ ადგილებსა და ისტორიულ ძეგლებზე, მესამე ჯგუფი იმუშავებს აფხაზეთში მოღვაწე წმინდანების ფოტომასალის მოძიებაზე. მათ უნდა გააკეთონ ამ ნამუშევრების პრეზენტაცია, რის შედეგადაც ისინი შეფასდებიან ან წინასწარ შედგენილი სქემის მიხედვით, ან მოახდენენ თვითშეფასებას.
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია/რელიგია.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ირმა პაიჭაძე
12. ხელმძრვანელის ელ–ფოსტა: irma.paichadze@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: irmapaichadze.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)